ადიგენის საჯარო რეესტრის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

გამოქვეყნდა:

ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა ადიგენის საჯარო რეესტრის ხელმძღვანელის ბექა გოგრიჭიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. გავრცელებული ინფორმაციით, ბექა გოგრიჭიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში მეუღლემ დაჭრილი იპოვა. მას თავის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. რა მოხდა შემთხვევის ადგილას, დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც, შესაბამისად, თვითმკვლელობამდე მიყვანას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვას გულისხმობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი