2 საათში მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია იწყება - სავარაუდოდ ცნობილი გახდება სამომავლო გეგმაც

გამოქვეყნდა:

2 საათში მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია იწყება. მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები - მთავრობის ადმინისტრაციასთან იკრიბებიან. 

აქციას უერთდებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები. სახალხო გამოსვლის მიზეზი კი სწორედ ის პოლიტიკური განაჩენია, რომლითაც მოსამართლე არევაძემ მესამე პრეზიდენტს სასჯელი არ გადაუვადა და პატიმრობაში დატოვა.

დღესვე გახდება ცნობილი სამომავლო გეგმების შესახებაც. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ გუშინდელი განაჩენის შემდეგ, პოლიტიკური პროცესები ქუჩაში ინაცვლებს. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი