რუსეთის პროკურატურა ჟურნალისტ მარია პონომარენკოსთვის, რუსული არმიის შესახებ „ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის" 9 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.
პონომარენკოს დევნა რუსეთმა ტელეგრამ არხზე - „არა ცენზურას“, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. ჟურნალისტის მარიუპოლის დრამატულ თეატრში თავშეფარებული ადამიანების დაღუპვის შესახებ წერდა.
პონომარენკო გასული წლის აპრილში დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს, ხოლო ნოემბერში შინაპატიმრობით გაათავისუფლეს. იანვრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ პონომარენკო კვლავ იზოლატორში გაგზავნეს.
ცნობისთვის, "სამხედრო ფალსიფიკაციის“ მუხლით, რუსულმა მართლმსაჯულებამ დეპუტატ ილია იაშინს გასულ წლის დეკემბერში 8,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო საზღვარგარეთ მცხოვრებ ბლოგერს, ვერონიკა ბელოცერკოვეცკაიას, იმავე ბრალდებით 9 წელი მიუსაჯა დაუსწრებლად.