ერდოღანმა თურქეთის 10 პროვინციაში 3 თვით, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

თურქეთის 10 პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, - ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გააკეთა. 

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობა 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. 

"ათი პროვინცია, სადაც მიწისძვრა მოხდა, გამოვაცხადეთ კატასტროფის ზონად. 

იმისთვის, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უპრობლემოდ განხორციელდეს, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ საგანგებო მდგომარეობა 10 პროვინციაში 3 თვით დავაწესოთ, კონსტიტუციის 119-ე მუხლის შესაბამისად", - წერს თურქეთის პრეზიდენტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი