
უკრაინას აქვს საკუთარი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების გასანადგურებლად და ამას ვერაფერი შეუშლის ხელს - განუცხადა CNN-ს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა
"რაც შეეხება რუსეთის ტერიტორიას, არავინ გვიკრძალავს უკრაინული წარმოების იარაღით სამიზნეების განადგურებას. გვაქვს თუ არა ასეთი იარაღი? დიახ, გვაქვს", - განაცხადა დანილოვმა.
დასავლეთის ქვეყნები მოუწოდებენ უკრაინას, არ დაარტყას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას მათ მიერ მიწოდებული იარაღით.
იმის მიუხედავად, რომ ომის 1 წლის განმავლობაში, რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებზე ხშირად ხდება აფეთქებები, უკრაინას ოფიციალურად არ აუღია პასუხისმგებლობა ამ დარტყმებზე.