
უკვე მეექვსე დღეა მესტიის სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს ადგილობრივი მოსახლეობა, მაშველები და პოლიციელები ისევ უშედეგოდ ეძებენ. მოზარდი 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არავის უნახავს.
ოჯახის თქმით, ილია ფილფანი მესტიისა და სოფლ ლენჯერის შემოგარენში მთებიდან ველოსიპედით ხშირად ეშვებოდა. ამიტომ 5 დღიანი სამძებრო სამუშაოები, ძირითადად, მდინარე მესტია ჭალას სანაპირო ზოლზე და მთებში, საცალფეხო ბილიკებზე მიმდინარეობდა. თუმცა მაშველებმა და მოხალისეებმა მის კვალს ჯერჯერობით ვერ მიაგნეს.
ოჯახი არაფერს გამორიცხავს და მესტიის ცენტრში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ამოღებას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ მოზარდი 18 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია და მეხანძრე-მაშველები. 13 წლის ბიჭს ეძებენ დრონებითაც. 20 ივლისს სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვერტმფრენიც ჩაერთო.
13 წლის ბიჭის გაუჩინარებაზე გამოძიება143-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს წინასწარი შეცნობით.
სტატისტიკური მონაცემებით 2020 წლის იანვრიდან ამ დრომდე ეძებენ 20 ადამიანს, მათ შორის სამი არასრუწლოვანია. 8 გაუჩინარებული კი გარდაცვლილი იპოვეს.