ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მიცეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება.
რეინსალუ "ტვიტერზე" წერს, რომ ესტონეთი მზადაა უზრუნველყოს სამედიცინო ექსპერტიზა მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში დასახმარებლად.
"ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო და მოვუწოდებთ საშუალება მიეცეს მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელების. ესტონეთი მზადაა უზრუნველყოს სამედიცინო ექსპერტიზა მკურნალობაში დასახმარებლად. ეს ნაბიჯი ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებაში პოლარიზაციის შესამცირებლად” - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ Twitter-ზე.