
რუსეთის საგარეო მინისტრმა სერგეი ლავროვმა, მალის მთავრობისგან "მალელი ერის საკეთილდღეოდ მუშაობისთვის" ეროვნული ორდენი მიიღო.
"რუსეთის სახელით ლავროვმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რამაც მალის გადარჩენის საშუალება მისცა. ამ გადაწყვეტილებით შესაძლებელი გახდა ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების გაძლიერება, რაც საამაყოა. რუსეთი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი, ჩვენს ქვეყანას მხარს მუდმივად უჭერს" - თქვა მალის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულაე დიოპმა დაჯილდოების ცერემონიალზე
მალის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჯილდო, რომელიც ლავროვს გადაეცა, ყველა რუსს და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის.