დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში აფეთქებებია

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში აფეთქებების ხმა ისმოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრუშენკო ავრცელებს. 

მისივე ინფორმაციით, რეგიონში აფეთქების ხმა ხუთჯერ გაისმა. მათ შორის, აფეთქებები დაფიქსირდა, ქალაქის პორტის ტერიტორიაზე, სადაც ოკუპანტებმა მანამდე ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები განალაგეს.

"ჩვენი წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას აფეთქებების შესახებ ზუსტად იქ, სადაც ოკუპანტებმა ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები შემოიტანეს. დამატებით დეტალებს ვაზუსტებთ", - ვკითხულობთ მარიუპოლის მერის მრჩევლის Telegram-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი