
რუსეთის მთავრობამ Gazprom Neft-ს ნება დართო, შექმნას უსაფრთხოების კერძო ორგანიზაცია კომპანიისა და მისი შვილობილი კომპანიების საკუთრებაში არსებული "ობიექტების დასაცავად". შესაბამისი ბრძანება მინისტრმა კაბინეტმა უკვე გამოსცა.
"საწვავის და ენერგეტიკული ობიექტების უსაფრთხოების შესახებ“ ფედერალური კანონის 9.2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საჯარო სააქციო საზოგადოება „გაზპრომ ნეფტს“ მიანიჭეთ კერძო დაცვის ორგანიზაციის შექმნის უფლება“, - ნათქვამია მთავრობის ბრძანებაში.
დოკუმენტის მიხედვით, საწარმოს დამფუძნებლები იქნებიან გაზპრომ ნეფტი 70%-იანი წილით და კერძო დაცვის ორგანიზაცია Staff Center 30%-იანი წილით.
2022 წლის ივნისში, პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ამკაცრებს საწვავისა და ენერგეტიკული ობიექტების დაცვის მოთხოვნებს.
კანონის თანახმად, ენერგეტიკული კომპლექსის ცალკეულ სუბიექტებს, უფლება აქვთ შექმნან კერძო დაცვის ორგანიზაციები, რათა დაიცვან მათ საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული ობიექტები.