"ქართული ოცნების" მიერ მიხეილ სააკაშვილის სასიკვდილოდ გაწირვის გამო პირველი საპასუხო პოლიტიკური გადაწყვეტილბა მიღებულია - ბოიკოტი პარლამენტს. "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღამაშენებელი" პლენარულ სხდომებსა და საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.
კონსულტაციები მიმდინარეობს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება სრული ოპოზიციური კონსესუსის საფუძველზე და სტრატეგიულ პარტნიორებთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. სადეპუტატო უფლებამოსილების საბოლოოდ შეწყვეტასტან დაკავშირებით ამ ეტაპზე თავად მთავარ ოპოზიციურ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა.
პარალელურად სულ ცოტა ხნის წინ მესამე პრეზიდენტის ბედთან დაკავშირებით საკუთრი მოსაზრებები გაასაჯაროვა სალომე ზურაბიშვილმა.