შსს ქვეყანაში შემოსული რუსების რაოდენობას მალავს | სპეციალისტები საფრთხეებზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

ბოლო 10 თვეში ჩვენს ქვეყანაში რუსეთის 1 400 000 მოქალაქე შემოვიდა, რაც საქართველოს მოსახლეობის 40%-ია. უცნობია, რამდენი დარჩა საქართველოში და რამდენი განაგრძობს ჩვენ ქვეყანაში ცხოვრებასა და საქმიანობას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო სამი თვის მონაცემების გამოქვეყნებისგან თავს იკავებს. ამასობაში კი, ინტერნეტში ვრცელდება რუსი ვლოგერების ვიდეოები, სადაც ისინი რუსებს აძლევენ ინსტრუქციებს, როგორ შემოვიდნენ საქართველოში, როგორ მოიპოვონ აქ ცხოვრების უფლება, იშოვონ სამსახური და დარჩნენ აქ ხანგრძლივი ვადით. როგორია ბოლო მონაცემები საქართველოში შემომსვლელი ოკუპანტის ქვეყნის მოქალაქეების და რა საშიშროებაზე საუბრობენ სპეციალისტები? - იხილეთ ნინიკო გიგაურის რეპორტაჟი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი