ლევან ხაბეიშვილმა მომდევნო დღეების სამოქმედო გეგმა წარადგინა და აქციები დააანონსა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საგანგებო ბრიფინგზე პარტიის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით საუბრობს. მან მომდევნო დღეებში საპროტესტო აქციები დააანონსა:

  • 8 თებერვალი, 17:00 - აქცია თბილისში, იუსტიციის სამინისტროსთან;
  • 9 თებერვალი, 13:00 - აქცია ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონსა და ბორჯომში; 
  • 10 თებერვალი, 13:00 - აქცია ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოსა და ხაშურში;
  • 11 თებერვალი, 15:00 - აქცია შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან.

ხაბეიშვილი მოსახლეობას აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ენმ აქციებით უახლოეს მომავალში მთელ საქართველოს მოიცავს, რისთვისაც, მისი თქმით, "საჭიროა მომზადება, ბრძოლა და მოქმედება".

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი