"ბატონმა ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტის მიერ დისკრეციული კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"ბატონმა ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია!" - ასე ეხმაურება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია "ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პრეზიდენტის დისკრეციულ უფლების შესახებ განცხადებას.

მიგვაჩნია, რომ ,,ქართული ოცნების“ ,,სიის მესამე ნომერმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დუსელდორფის სამართლის მაგისტრმა, დუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (ყოფილმა) ვიცე-პრეზიდენტმა, აქ შევჩერდებით, ბევრს არ გავაგრძელებთ", ბატონმა ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია!, - წერს ადმინისტრაცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი