კობა ნაყოფია ენმ-ის ახლადარჩეულ პოლიტსაბჭოსაც ტოვებს

გამოქვეყნდა:

კობა ნაყოფია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახლადარჩეულ პოლიტსაბჭოსაც ტოვებს. მისი განცხადებით ის არ იქნება იმ პოლიტიკურ საბჭოში, საიდანაც "გააგდეს" გიორგი პატარაია და სხვა წევრები.

"მინდა გითხრათ, რომ პოლიტსაბჭო, რომელიც არსებობდა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში", არჩეული იყო ბოლო ყრილობაზე, რომელსაც ესწრებოდა 10 ათასამდე ადამიანი და 10 ათასი ადამიანის მიერ არჩეული პოლიტსაბჭო 300-კაციანი ყრილობით ჩვეულებრივად გადაირჩიეს რაც მე ძალიან მაშფოთებს და მაწუხებს... 

მერე რატომღაც მეც აღმოვჩნდი ამ პოლიტსაბჭოში პარლამენტის კვოტით. ამ კვოტით არ ვისარგებლებ და მე მაგ პოლიტსაბჭოში ნამდვილად არ შევალ. არ შევალ იმ პოლიტსაბჭოში, რომლიდანაც გააგდეს გიორგი პატარაია, ენმ-ის დამფუძნებელი ზურაბ მელიქიშვილი, ხათუნა ოჩიაური და ა.შ." - აცხადებს კობა ნაყოფია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი