კანადა თურქეთს 7,5 მილიონ დოლარს გადასცემს 

გამოქვეყნდა:

კანადა თურქეთს 7,5 მილიონ დოლარს გადასცემს - ამის შესახებ ქვეყნის საერთაშორისო განვითარების მინისტრმა ჰარჯიტ საჯანიმ განაცხადა

კანადელი მაღალჩინოსნების ცნობითვე, ქვეყანა მოკავშირეებსა და სანდო დამხმარე ორგანიზაციებთან კონსულტაციებს გაივლის, თუ როგორ უნდა დაეხმაროს საერთაშორისო საზოგადოება თურქეთსა და სირიას. 

ქვეყანა თურქეთში სამძებრო-სამაშველო ჯგუფების გაგზავნასაც განიხილავს.

ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7 200-ს გადააჭარბა
თურქეთის ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში 5 400-ზე მეტი სირიაში კი 1 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად ჯამში 35 600-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ორივე ქვეყანაში სამძებრო სამუშაოები ისევ გრძელდება.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი