ქუთაისში კოვიდ 19-ის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში კორონავირუსის  ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 61 წლის ქალს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, კლინიკაში გადამოწმების მიზნით მისულს კი სწრაფი ტესტით და ლაბორატორიული შემოწმებითაც კოვიდ 19 დაუდგინდა.

ჯერჯერობით უცნობია მისი ინფიცირების წყარო და ასევე ისიც, თუ ვისთან ჰქონდა კონტაქტი.

22 ივლისის ინფორმაციით, საქართველოში სულ კორონავირუსის 1073 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულია სულ 907, ხოლო გარდაცვლილია 16 ადამიანი. 

მსოფლიოში კი კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 15 მილიონ ადამიანს გადააჭარბა.  

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი