"მთავარი არხის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ბადრი ესებუა ჯიხაშკარში გამთენიისას ნათესავის, ომიანე ჯიქიას სახლში აიყვანეს.
ჯიხაშკარში იმ ოჯახში, რომელშიც ესებუა დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და ოჯახის წევრს კითხავენ, სავარაუდოდ, სწორედ ამ ოჯახში იმალებოდა 2 წლის განმავლობაში ბადრი ესებუა. უცნობია რა კითხვები აქვთ სამართალდამცველებს. შემთხვევის ადგილიდან მოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები.
ოჯახი, რომელშიც ესებუა დააკავეს, მისი საცხოვხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 2 კილომეტრში მდებარეობს და ამ ადგილიდან მის სახლამდე არის გადასასვლელი. ცნობილი ხდება, რომ სპეცოპერაცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიგეგმა.
ადგილზე იმყოფება თბილისიდან ჩასული სპეცდანიშნულების რაზმის წევრები. დაკავების ოპერაციაში ზუგდიდის პოლიციის სამმმართველო და სამხარეო პოლიცია იღებდა მონაწილეობას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციის დეტალებს არ ასაჯაროვებს გამოძიება კი რამდენიმე,მათ შორის ტეროზიზმის მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ემა გოგოხია
იხილეთ ასევე: