თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობა 9 400-ს აჭარბებს - სამაშველო სამუშაოები გრძელდება

გამოქვეყნდა:

თურქეთსა და სირიაში ორშაბათს დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 9 487ადამიანი დაიღუპა. ორივე ქვეყანაში სამძებრო-სამაშველო სამუშოები გრძელდება.

თურქეთში დაღუპულთა რიცხვი მინიმუმ 6 957-მდე გაიზარდა, 38 000-ზე მეტი დაშავებულია.

სირიაში სულ მცირე 2 530 ადამიანი დაიღუპა, როგორც მთავრობის მიერ კონტროლირებად რაიონებში, ასევე ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რეგიონებში.

მედია წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ჩავა მიწისძვრით ძლიერ დაზარალებულ რეგიონებში. ვიზიტი მოიცავს ქალაქ კაჰრამანმარასს და ჰატაის პროვინციას. ერდოღანმა 10 პროვინციაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი