ამ ფონზე შემაშფოთებელია, როდესაც საქართველოს გულშემატკივრობასთან ერთად, რიგ შემთხვევაში ამ ტერმინით [პოლარიზაცია] საქართველოს სტიგმატიზების მცდელობებიც იკითხება. სინამდვილეში ქართული პოლიტიკის პრობლემას არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზაცია წარმოადგენს, ეს ის რეალური გამოწვევაა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს – პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც არ აღიარებენ არჩევნებს, არ აღიარებენ დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგიტიმაციას და საბოლოო ჯამში არ აღიარებენ დემოკრატიას. ამის ყველაზე კარგი მტკიცებულება ის ცარიელი სკამებია, რომლებსაც დღეს ჩვენ ჩვენი სტუმრები და საქართველოს საზოგადოება ამ დარბაზში ხედავს.
ამ სიტუაციიდან არსებობს ერთი კარგი გამოსავალია, დერადიკალიზაცია ანუ რადიკალური ჯგუფების მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების აღიარება და რადიკალური დღის წესრიგის უარყოფა. ამის მიღწევის ერთადერთი გზა კი დემოკრატიული ჩარჩოდან გასული ჯგუფების მიმართ მტკიცე და არაორაზროვანი პოზიციის დაკავებაა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ეს არის ერთადერთი გზა"
განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში, თავის ანგარიშის წარდგენისას.