როგორც ჩანს, მან კარგად გაიაზრა საზოგადოების განწყობა - კობახიძე ზურაბიშვილს აქებს

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს აქებს. პრეზიდენტმა ქება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო დაიმსახურა:

"როგორც ჩანს მან კარგად გაიაზრა საზოგადოების განწყობა ამ თემის გარშემო საზოგადოებას არ უნდა არეულონბა, რადიკალიზმის გაღვივება და ყველამ კარგად იცის, რომ ერთადერთი მიზანი სააკაშვილის გამოშვების უკან, არის სწორედ ამ არეულობის წყაროს შექმნა. როგორც ჩანს, ეს გაითვალისწინა პრეზიდენტმა და ძალიან კარგია, რომ მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ქართველი ხალხის ინტერესებს. ერთი ცუდი ის არის, რომ თავის დროზე მას მკვეთრი განცხადება ჰქონდა: „არა და არასოდეს“, გუშინ მაგალითად ასეთი განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მას სათანადო პოზიცია აქვს, ჩვენ მეტ სიღრმეში არ შევალთ." ამბობს კობახიძე

"პრეზიდენტის შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება" - წერს ზურაბიშვილი გუშინ გავრცელებულ განცხადებაში. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი