პროტესტი გრძელდება - 2 საათში იუსტიციის სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის მორიგი აქცია გაიმართება.
ადგილზე ენმ-ს წევრები, რიგითი მოქალაქეები, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეიკრიბებიან.
აქციის ორგანიზატორი ნაციონალური მოძრაობაა. მათი წარმომადგენლები ამბობენ, რომ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ერთ-ერთი მონაწილეა იმ დანაშაულებისა და არაადამიანური მოპყრობის, რომელსაც დაკავების დღიდან, მიხეილ სააკაშვილის მიმართ აქვს ადგილი.
ენმ-ში ამბობენ, რომ ყოველდღიური პატარ-პატარა აქციები აუცილებელია მასშტაბური პროტესტის მოსამზადებლად. ნაციონალური მოძრაობა მსგავს პროტესტს ყოველდღიურად გეგმავს. უკვე ხვალიდან კი რეგიონებში გავლენ.