იუსტიციის სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციაა

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იუსტიციის სამინისტროსთან - ენმ-ს წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები რატი ბრეგაძის უწყებასთან იკრიბებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

აქცია ენმ-მ გუშინ დააანონსა. მათი თქმით, პროტესტის სხვადასხვა კერები სხვადასხვა უწყებებთან ყოველდღიურად გაიმართება. აქციები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლისთვის, სასჯელი არ გადაუვადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი