
ახალი ზელანდიის პოლიციამ წყნარ ოკეანეში ოპერაცია Hydros-ის ფარგლებში, 3,2 ტონა კოკაინი აღმოაჩინა. პოლიციის კომისარი ამბობს, რომ ტვირთი რაოდენობიდან გამომდინარე, ის სავარაუდოდ ავსტრალიის ბაზრისთვის იყო განკუთვნილი.
"ეჭვგარეშეა, რომ ამ აღმოჩენამ უდიდესი ფინანსური დარტყმა მიაყენა სამხრეთ ამერიკელი მწარმოებლების მხრიდან ამ პროდუქტის დისტრიბუტორებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უკანონო ნარკოტიკების ამოღება ამ ქვეყანაში ხელისუფლების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ეს აფერხებს სინდიკატის ფუნქციონირებას, ჩვენ ვინარჩუნებთ სიფხიზლეს იმის გათვალისწინებით, რომ დაჯგუფება დიდია და ცდილობს თავიდან აიცილოს სამართალდამცავი ორგანოების ყურადღება". ამბობს კომისარი ენდრიუ კოსტერი.
მისივე თქმით, აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო პარტნიორებთან საზღვრების უსაფრთხოებისთვის.
ოპერაცია Hydros ახალი ზელანდიის პოლიციამ 2022 წლის დეკემბერში დაიწყო.