ჩერნიგოვის ოლქში რუსებმა საჰაერო-სახმელეთო ტიპის რაკეტები ჩამოყარეს - არიან დაჭრილები

გამოქვეყნდა:

ჩერნიგოვის ოლქის სემენოვსკოეს მუნიციპალიტეტში რუსებმა საჰაერო-სახმელეთო ტიპის ორი რაკეტა ჩამოაგდეს. ჩერნიგოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვიაჩესლავ ჩაუსის ცნობით, ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ზუსტდება. ხოლო ორი დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. კიდევ სამი, სავარაუდოდ ნანგრევებშია მოყოლილი. ადგილზე მაშველები მუშაობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი