"ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქციების სერია დღეს თბილისში დაიწყო. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერები და აქტიური მხარდამჭერები იუსტიციის სამინისტროსთან შეიკრიბნენ.
მინისტრ რატი ბრეგაძის დასჯა იყო მთავარი მოთხოვნა, რომელზეც აქციაზე შეკრებილები საუბრობდნენ. პირველ რიგში სწორედ იუსტიციის მინისტრს ადანაშულებს ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილისადმი არაადამიანურ მოპყრობაში და ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენის გამოტანაში. ხვალიდან აქციები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში გაიმართება.