გამანადგურებელი სტიქიის შემდეგ თურქეთში დაღუპულებს უკვე საერთო საფლავებში მარხავენ. მსხვერპლის რიცხვმა 11 ათასს გადააჭარბა, დაშავებულების რიცხვი 50 ათასამდეა და მაშველები და მედიკოსები საქმეს ვეღარ უმკლავდებიან.
პროგნოზი კიდევ უფრო დამთრგუნველია - ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში სულ 200 ათასამდე ადამიანი მოჰყვა და მათი უმრავლესობის გადარჩენა მიწისძვრიდან 48 საათის შემდეგ პრაქტიკულად გამორიცხული იქნება.
თურქეთის რეგიონიდან, სადაც მოსახლეობა ამ დრომდე პანიკაშია, დადებითი ცნობებიც ვრცელდება - ფაქტობრივად არაადამიანური ძალისხმევის შედეგად, მაშველები უიმედო მდგომარეობაში მყოფი ადამიანების, მათ შორის ბავშვების გადარჩენას ახერხებენ.