
საქართველოს მოქალაქეობა "ქართული ოცნების" მხარდაჭერის სანაცვლოდ, ტელეგრამ-არხებზე ოკუპანტი ქვეყნიდან მიგრირებული რუსების ახალი მოთხოვნები გაჩნდა.
მობილიზაციას გამოქცეულები მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას ითხოვენ, სანაცვლოდ კი პრორუსული პოლიტიკის გამტარებელ ხელისუფლებას დახმარებას პირდებიან. რუსების გააქტიურების ფონზე მორიგი ქება მიიღო თბილისმა მოსკოვიდანაც. ამჯერად "ოცნების" პოლიტიკით აღფრთოვანებას გრეგორი კარასინი ვერ მალავს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი