კობახიძე VS ზურაბიშვილი | მიხეილ სააკაშვილის შეწყალება და მორიგი დაპირისპირება პრეზიდენტსა და "ოცნებას" შორის

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ხელისუფლებას პრეზიდენტი რეჟიმს უწოდებს. სალომე ზურაბიშვილი პოსტზე ყოფნის პერიოდში პირველად ხმარობს ამ ტერმინს მმართველი პოლიტიკური კლანის მისამართით. ეს შეფასება 
ქვეყნის მეთაურმა თავის გზავნილში გამოიყენა, რომელშიც ახსნა მიხეილ სააკაშვილის არ შეწყალების მოტივები და ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დაადანაშაულა შექმნილ ვითარებაში.

თავის მხრივ პოლიტიკური ბანაკებვიდან არცერთმა დღეს კრიტიკა არ მიიღო - უფრო მეტიც, "ქართულ ოცნებაშიც" და ოპოზიციაშიც პრეზიდეტნის უპასუხისმგებლობასა და ფარისევლობაზეც კი საუბრობენ.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი