"საქართველოს მთავრობა ქართველ ხალხს არ წარმოადგენს..." | ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის გამოსვლა ვაშინგტონში

გამოქვეყნდა:

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ევგენიძე ვაშინგტონში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

მან საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, "ქართული ოცნების" მთავრობასა და უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, "ქართული ოცნების" მთავრობა ქართველ ხალხს არ წარმოადგენს, რადგან ხელისუფლებისგან განსხვავებით, მოსახლეობის 85% უკრაინას მხარს უჭერს. სიტყვით გამოსვლისას ნინო ევგენიძემ მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიაზეც ისაუბრა.

"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხს არ წარმოადგენს. საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტი უკრაინას მხარს უჭერს და მიიჩნევენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი მათი ომია. 3000-მდე ქართველი უკრაინელის მხარდამხარ იბრძვის. ომში 39 ქართველი უკვე დაიღუპა. უკრაინელების შემდეგ, ამ რაოდენობის დაღუპული არცერთ სხვა ქვეყანას არ ჰყავს. ეს არის კარგი ინდიკატორი იმისა, თუ როგორ უჭერს ქართველი ერი მხარს უკრაინას და რამდენად გრძნობენ იქ მიმდინარე პროცესებს.

...ეს არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ის ახლა ასე გამოიყურება. დარწმუნებული ვარ მას იცნობთ. ის ფიზიკურად  ყოველთვის  ძლიერი იყო, ახლა კი ნახეთ როგორ გამოიყურება. ძალიან მცირე დროში, წონაში ზუსტად იმდენი დაიკლო, რამდენსაც მე ვიწონი. ეს არის მისი სურათები. საქართველოს ისტორიაში პირველად, დამოუკიდებელი მედიის დირექტორი, ნიკა გვარამია ციხეშია. ამ ყველაფერის ფონზე კი პასუხი არ ჩანს", - თქვა ნინო ევგენიძემ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი