"თურქეთში, ჩვენი მომხრეების ახლობლები დაზარალდნენ, ზოგი დაკარგულია... მარნეულში აქცია გადაიდო" | მუმლაძე

გამოქვეყნდა:

"თურქეთში, ჩვენი მომხრეების ახლობლები დაზარალდნენ, ზოგი დაკარგულად ითვლება... მარნეულში აქცია გადაიდო", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი მუმლაძის ინფორმაციით, ხვალ, 9 თებერვალს მარნეულში დაგეგმილი აქცია გადაიდო. 

მოგესალმებით მეგობრებო, როგორც იცით მარნეულის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის 80% - ზე მეტი ეთნიკურად აზერბაიჯანელია. მათ რელიგიურად, ეკონომიკურად და კულტურულად ძალიან მჭიდრო კავშირი აქვთ თურქეთთან. თურქეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო, ჩვენს რაიონში, დღეიდან აქტიურად დაიწყო, როგორც ჰუმანიტარული აქტივობები, ასევე რელიგიური კუთხით გლოვის პროცესი.

ჩვენი მომხრეების ახლობლები და ნათესავები დაზარალდნენ, ზოგიერთი დაკარგულად ითვლება ამ დრომდე. ამიტომ, მათთან კონსულტაციების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალ მიშას სოლიდარობის აქცია რამდენიმე დღით გადავდეთ. 12 საათზე შევიკრიბებით "მიშას გათავისუფლების შტაბთან" და ჩვენი ოფისის ნაწილ გამოვყოფთ ჰუმანიტარული პროდუქტის შესაგროვებლ სივრცედ, შეგროვილ ნივთებს კი, პერიოდულად ორგანიზებულად მივიტანთ თურქეთის საელჩოში, - ამბობს მუმლაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა  სამოქმედო გეგმა 7 თებერვალს წარადგინა და საპროტესტო აქციები დააანონსა:

  • 9 თებერვალი, 13:00 - აქცია ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონსა და ბორჯომში; 
  • 10 თებერვალი, 13:00 - აქცია ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოსა და ხაშურში;
  • 11 თებერვალი, 15:00 - აქცია შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი