"ამ ეტაპზე, ნანგრევებში ჩვენი 2 მოქალაქე რჩება" | საქართველოს ელჩი თურქეთში

გამოქვეყნდა:

თურქეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა ამბობს, რომ ამ მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის ადგილას ნანგრევებში საქართველოს ორი მოქალაქე რჩება, რომლებსაც ამ დრომდე ეძებენ. როგორც ჯანჯღავამ აღნიშნა, თურქეთში საქართველოს საელჩოში საგანგებო შტაბი შეიქმნა.

"100-ზე მეტი მოქალაქის ადგილსამყოფელი, ვინც დაკარგული იყო, დავადგინეთ, იყო პრობლემატური მოქალაქეებიც და ახლა რჩება 2 მოქალაქე, რომელიც არის ნანგრევებში. ყოველწუთიერად იცვლება მონაცემები, ჩვენ შემოგვდის ასეულობით ზარი, ათასზე მეტი ზარი შემოვიდა.

პირველივე დღიდან დავაანონსეთ და სამინისტროსთან კოორდინაციაში ვაკეთებთ ამას, რომ რაც უფრო მეტ ინფორმაციას ფლობ, უფრო მეტი ქმედითუნარიანობა გაგვაჩნია ჩვენ გამომდინარე იქიდან, რომ ვცდილობთ მაქსიმალურად გავაადვილოთ ჩვენს მოქალაქეებთან კომუნიკაცია", - თქვა თურქეთში საქართველოს ელჩმა.

შეგახსენებთ, თურქეთში მიწისძვრის შედეგად, საქართველოს 3 მოქალაქე დაიღუპა.

ცნობისთვის, ძლიერი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 6 თებერვალს მოხდა. ამ მონაცემებით, ორივე ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11 000-ს აჭარბებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი