"იქიდან გამომდინარე, რომ რუსულ მხარეს უპირატესობა აქვს, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესი გაზრდილია" | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ახლა საქართველოს ომში ჩართვის სურვილი გაზრდილია, რადგან უკრაინაში "ამ ეტაპზე რუსულ მხარეს გარკვეული უპირატესობა აქვს".

ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა. კობახიძის მტკიცებით, საქართველოს მიმართ არსებობს ინტერესი, რომელიც მაგალითად, მოლდოვის მიმართ არ არსებობს.

"მოლდოვაშიც პატიმრობაშია მეხუთე პრეზიდენტი, მაგრამ არავის ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით. ჩვენთან დაკავშირებით მარტო ჯანმრთელობაზე ხომ არ იყო საუბარი? პირდაპირ გვეუბნებოდნენ, გვამუნათებდნენ ეს ევროპარლამენტარები, მათი ნაწილი, რომ როდესაც პატიმრობაშია პრეზიდენტი, ეს უკვე არის ძალიან ცუდი ქვეყნისთვის და მის იმიჯზე ძალიან ცუდად აისახება.

ასეთი არცერთი განცხადება არ გაკეთებულა მოლდოვასთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ მათი მე-5 პრეზიდენტი დღეს არის დაპატიმრებული, არის პატიმრის სტატუსის მქონე. რატომ? იმიტომ, რომ რა მანკიერი ინტერესიც არ არსებობს მოლდოვის მიმართ, ის მანკიერი ინტერესი არსებობს საქართველოს მიმართ", - თქვა მან.

ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, არის თუ არა ეს "მანკიერი ინტერესი" ომში ჩართვის სურვილი და იზრდება თუ არა ის. 

კობახიძემ თქვა:

"რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი არის მეორე ფრონტი და ომში ჩართვის სურვილი. კი, [ეს ძლიერდება], გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინაში მძიმე ვითარებაა დღეს, ამ ეტაპზე, ჩვენ არ ვიცით მოვლენები, მაგრამ ამ ეტაპზე გარკვეული უპირატესობა აქვს რუსულ მხარეს, რა თქმა უნდა, ეს ინტერესი გაზრდილია".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი