"საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ არასდროს მოგვიხდენია ზეწოლა, რომ საქართველო ამ ომში ჩართულიყო. ერთადერთი მსჯელობა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონია,არის ის, თუ რა სახის დახმარების გაწევა იქნებოდა საქართველოსთვის კომფორტული. ჩვენ ვაფასებთ იმ ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყო და ჩვენ ვაფასებთ საერთაშორისო ფინანსური სანქციების შესრულებას. ჩვენ არასდროს მოგვიხდენია საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, რომ ორმხრივი სანქციები დაეწესებინა ან რამე სხვა გაეკეთებინა"
განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში