რა არგუმენტებით ედრება "ქართული ოცნება" დავით აღმაშენებელს? პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვები მეორე დღეა საზოგადოებაში ხმაურიანი განხილვისა და ირონიის მიზეზი გახდა. "ქართული ოცნების" წევრები კომენტარებში ცდილობენ პირდაპირ არ შეადარონ საკუთარი საქმიანობა დიდი ქართველი მეფის დროინდელ წარმატებებს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც თავმდაბლობით არ გამოირჩევიან.
თუმცა არსებობს არგუმენტები, როლებიც საპირისპიროს აჩვენებს - ფაქტია, რომ "ქართული ოცნება" დავით აღმაშენებლის დიდი წარმატებების ნიველირებას ახდენს და დიდი მეფის საბრძოლო სულისკვეთებაზე უარს ამბობს.