თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად უცხო ქვეყნების 500-მდე მოქალაქე დაიღუპა | მედია

გამოქვეყნდა:

უცხოური მედია თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობას აქვეყნებს

ცნობილია, რომ ამ დროის მონაცემებით, თურქეთში სირიის 375, პალესტინის 20, ჩრდილოეთ კვიპროსის 10, აზერბაიჯანის 4, საქართველოს, მოლდოვას, ირანის, ნიდერლანდებისა და აშშ-ის 3, უკრაინის, ეგვიპტის, ინდონეზიისა და ლიბანის 2, ჩეხეთის, უზბეკეთის, ავსტრალიის, ტაილანდისა და მაროკოს 1 მოქალაქე დაიღუპა. 

სირიაში კი მიწისძვრას პალესტინის 45 და ლიბანის 5 მოქალაქე ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში, ძლიერი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19 300-მდე გაიზარდა. თურქეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, მხოლოდ მის ქვეყანაში, დაღუპულია 16,170 ადამიანი, ხოლო სირიაში, ამ დროისათვის არსებული მონაცემებით - 3162 ადამიანი.

თურქეთ-სირიის საზღვართან ორშაბათს დილით მომხდარ 7,8 ბალიან მიწისძვრას ბოლო დღეების განმავლობაში ასზე მეტი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, მათ შორის 7 და 5-ბალიანი მიწისძვრები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი