"ქართული ოცნების" ერთ-ერთი გავლენიანი ლიდერის, მამუკა მდინარაძის ქონება 2 ახალი ნაკვეთით გაიზარდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის ოჯახმა სიონის ტბის მიმდებარედ, სააგარაკე მიწა შეიძინა.
გარიგება ყურადღების მიღმა დარჩებოდა რომ არა ერთი დეტალი, მდინარაძის მეუღლის სახელზე რეგისტრირებული ნაკვეთები მიზერულ ფასადაა ნაყიდი. გამსხვისებელი კი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანია, რომელსაც ყოფილი მუსლიმი შეიხი შანტაჟსა და პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით მუქარაში ადანაშაულებდა.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი