"თავისუფლება მიშას" | საქართველოს 5 ქალაქში დღეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

"თავისუფლება მიშას" - დღეს, 10 თებერვალს, 13:00 საათზე, ნაციონალური მოძრაობა საქართველოს 5 ქალაქში, 
ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოსა და ასპინძაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას გამართავს. 

ენმ-ში ამბობენ, რომ ყოველდღიური პატარ-პატარა აქციები აუცილებელია მასშტაბური პროტესტის მოსამზადებლად. ნაციონალური მოძრაობა მსგავს პროტესტს ყოველდღიურად გეგმავს. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი