"აია იი? აღარარსებული ნაცმოძის თავმჯდომარე ყაძახი ოთხი კლასის განათლებით?" | წულუკიანი ხაბეიშვილზე

გამოქვეყნდა:

"აია იი? აღარარსებული ნაცმოძის თავმჯდომარე ყაძახი ოთხი კლასის განათლებით?"  - ასე ეხმაურება კულტურის მინისტრი წულუკიანი, ენმ-ს ახლადარჩეული თავმჯდომარის  ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ "ეკლესიიდან უნდა განიდევნოს წულუკიანები, მაჯლაჯუნები, ეშმაკები..." 

"აია იი? აღარარსებული ნაცმოძის თავმჯდომარე ყაძახი ოთხი კლასის განათლებით? ცოდვაა ამის კრიტიკა" - წერს წულუკიანი სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რომ დღეს 9 თებერვალს წულუკიანმა გელათზე იუნესკოს დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც დადასტურებულია, რომ ტაძარში 2020 წლის ჩათვლით წყალი ჩადიოდა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი