Meta-მ ტრამპს Facebook და Instagram ანგარიშები აღუდგინა

გამოქვეყნდა:

Reuters-ს ინფორმაციით, Meta-მ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშები აღუდგინა. 

"საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოისმინოს ის, რასაც პოლიტიკოსები ამბობენ" - თქვა Meta-ს გლობალურ საქმეთა პრეზიდენტმა, ნიკ კლეგმა.

მისივე თქმით, ტრამპის ანგარიშების დაბლოკვა საგანგებო ვითარებაში მიღებული უჩვეულო გადაწყვეტილება იყო.

ინფორმაცია Meta-ს სპიკერმა ენდი სტოუნმა უკვე დაადასტურა.  

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის ანგარიშები 2021 წელს დაიბლოკა, მას შემდეგ რაც ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა კაპიტოლიუმზე შტურმი განახორციელეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი