ჰაიდელბერგ ცემენტი ივანიშვილის საკუთრებაა და ვერავინ ბედავს მას გარემოს დაბინძურებაზე მიუთითოს - დავით კირკიტაძე

გამოქვეყნდა:

"რატომ გვწამლავთ?" - რუსთავში დღეს, 23 ივლისს "ჰაიდელბერგ ცემენტთან" დაკავშირებით აქცია გაიმართა. მოქალაქეები კომპანიას, რომლის მეწილეც და სავარაუდოდ, სრულად მფლობელიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილია, ჰაერის ფილტრების დამონტაჟებას სთხოვენ. ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით კირკიტაძე იმყოფება.

მისი თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქალაქ რუსთავში წელიწადში 320 დღე ატმოსფერული ჰაერი დაბინძურებულია მყარი ნაწილაკებით, რაც იწვევს სიცოცხლისთვის ძალიან საშიშ დაავადებებს.

'ატმოსფეროს მყარი ნაწილაკებით მთავარი დამბინძურებელი არის ეს ქარხანა და იმის გამო, რომ ეს საწარმო ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, ვერავინ უბედავს მას, რომ მიუთითოს გარემოს დაცვაზე, ვერავინ უბედავს, რომ შეაწყვეტინონ, დააჯარიმონ, ან აიძულონ რომ გარემოს დაბინძურება მათი მხრიდან შეჩერდეს", - აცხადებს კირკიტაძე.    

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი