აშშ საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას 33 მილიონი დოლარით ზრდის

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას 33 მილიონი დოლარით ზრდის - ინფორმაციას თავად შეერთებული შტატების თავდაცვის უწყება ავრცელებს.

ამ გადაწყვეტილების შესახებ გუშინ ლოიდ ოსტინისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ვაშინგტონში შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

პენტაგონის ინფორმაციით, ლოიდ ოსტინმა დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და გამოთქვა მზადყოფნა, განაგრძოს საქართველოს დახმარება შეკავების და თავდაცვის პოტენციალის გასაძლიერებლად.

მინისტრებმა განიხილეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები.

"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ საქართველოსთან დაკავშირებით რისკის მიხედვით შეფასებული გადახდის გრაფიკი დავამტკიცეთ, რათა საქართველომ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს" - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი