თურქეთში, მიწისძვრიდან 90 საათის შემდეგ 10 წლის გოგონა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.
ჰილალ საღლამი ჰათაის პროვინციაში მდებარე შენობის ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც გამთენიისას ქვეყანაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. სამაშველო ჯგუფის წევრებმა ნანგრევებიდან ხმა გაიგეს. გოგოს გადარჩენა შვიდსაათიანი მუშაობის შემდეგ მოხერხდა.
დაშავებული გოგო საავადმყოფოშია გადაყვანილი. ოფიციალური უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველი, რაც მან ითხოვა გადარჩენის შემდეგ, იყო რძე.