სირიელ ახალშობილ გოგონას, რომელიც ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის გამო, ნანგრევებში დაიბარა ახლა აქვს სახელი - აია, რაც არაბულად "ღვთის ნიშანს" "სასწაულს" ნიშნავს. როცა მაშველებმა ბავშვი გადაარჩინეს, ისე ჯერ კიდევ ჭიპლარით იყო დაკავშირებული დედასთან, რომელიც დაიღუპა.
მიწისძვრის შედეგად დაიღუპა ახალშობილის მამაც და ოთხივე და-ძმა.
ათასობით ადამიანმა გამოთქვა სურვილი იშვილონ ბავშვი, რომელიც ახლა საავადმყოფოშია.
"ორშაბათს ცუდ მდგომარეობაში იყო, ჰქონდა მუწუკები, სისხლჩაქცევები, სციოდა და ძლივს სუნთქავდა", - ამბობს პედიატრი, რომელიც ახლა ბავშვს უვლის.
ბავშვის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
აიას მშობლიურ ქალაქში, ჯინდეირესში, ნანგრევების ქვეშ ისევ ეძებენ ადამიანებს. ქალაქის უმეტესი ნაწილი განადგურდა.