ქუთაისის მერს, იოსებ ხახალეიშვილის ახალი ავტომობილი ჰყავს. ტენდერი ქალაქის მერმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა და ბიუჯეტიდან ავტომობილის შესაძენად 118 211 ლარი გამოყო.
მოთხოვნებში მანქანის მარკა და მოდელი დაკონკრეტებული არ ყოფილა, თუმცა ეწერა, რომ ავტომობილი ახალი გამოშვებული, არაუგვიანეს 2022 წლის უნდა ყოფილიყო, აუცილებლად ნაცრისფერი, ან ლურჯი.
ავტომობილი უკვე დგას მერიის პარკინგზე, იმ ადგილზე, რომელიც ქალაქის პირველი პირისთვისაა გამოყოფილი.
"მთავარი არხის" ვებ-გვერდი ქალაქის მერიის მიერ ახალი ავტომობილის შეძენაზე უკვე რამდენიმე კვირაა წერს, თუმცა პრესსამსახურში არ ადასტურებდნენ, თუ ვის მოემსახურება მანქანა.