უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია

გამოქვეყნდა:

10 თებერვალს, დილით, უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო იერიშის სირენა გაისმა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ადგილობრივი დროით 08:27 საათზე კიევში საჰაერო იერიშის მაუწყებელი სირენის ხმა გაისმა, შემდეგ კი ეს რამდენიმე წუთში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განმეორდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ბელარუსში აფრინდა სარადარო სათვალთვალო თვითმფრინავი და MiG-31K გამანადგურებელი, რომელსაც შეუძლია ჰიპერბგერითი რაკეტების გადატანა. მათი ცნობით, თვითმფრინავი აფრინდა მაჩულიშის აეროდრომიდან.

მანამდე კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგიი პოპკომ განაცხადა, რომ რუსეთმა ბელარუსში განათავსა რამდენიმე სტრატეგიული ბომბდამშენი Tu-95, რომელსაც შეუძლია საკრუიზო რაკეტების გადატანა. მისი თქმით, უკრაინაზე სარაკეტო დარტყმის მნიშვნელოვანი საფრთხე არსებობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი