ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული ქალი ბაზრობაზე მუშაობდა

გამოქვეყნდა:

რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისში კორონავირუსის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა. 61 წლის ქალი კლინიკაში მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს, მოგვიანებით კი მას კორონავირუსი დადასტურდა.

3-4 დღეა, ტემპერატურა და ყელის ტკივილი აღენიშნება და გუშინ მოგვმართა. მოთავსდა, როგორც საკვლევი პაციენტი კლინიკაში, გაუკეთდა ტესტირება. ორჯერ მოხდა ტესტირების შემოწმება და სამწუხაროდ, პასუხი დადებითია, - ამბობს ქუთაისის ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის მთავარი ექიმი თემურ ნადირაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებული ქალი ქუთაისის ერთ-ერთ ბაზრობაზე მუშაობდა. ვირუსის გავრცელების წყარო ამ დრომდე უცნობი რჩება, თუმცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა უკვე დაადგინეს იმ 25 პირის ვინაობა, ვისაც ინფიცირებულთან შეხება ჰქონდათ.

დაინფიცირებულ ქალთან ოჯახში 7 წევრი ცხოვრობს. მათგან ერთ-ერთი ხანდაზმულია, რის გამოც გამორიცხული არაა, რომ ოჯახი კარანტინში გადაიყვანონ.

ბაზრობაზე კი, სადაც 61 წლის ქალი მუშაობდა, ამ წუთებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი