"კარგი იქნება, თუ საქართველოს პრეზიდენტი თავის უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს კონსტიტუციის შესაბამისად, იმიტომ რომ, ჩვენ ვიცით, რომ საშინაო და საგარეო პოლიტიკას, კონსტიტუციის თანახმად, განსაზღვრავს პარლამენტი, და აღასრულებს საქართველოს მთავრობა, ამიტომ, თუ პრეზიდენტი მაინც აკეთებს განცხადებებს, მიუხედავად ამისა, გააკეთოს საქართველოს სასარგებლოდ და არა საქართველოს საწინააღმდეგოდ. მან უნდა გაითვალისწინოს ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება არჩეულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ და ნებისმიერი მისი განცხადება, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომელიც მას არ ევალება, იმიტომ, რომ კონსტიტუციით ის არ მართავს ქვეყანას, უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის ინტერესებს".
თქვა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა.