რუსეთმა ზაპორიჟიესა და ხარკოვის ოლქების მიმართულებით რეკორდული რაოდენობის S-300 რაკეტები ისროლა - მედია

გამოქვეყნდა:

რუსულმა ძალებმა დღეს დილით, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე მასშტაბური სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რეკორდული 35 ერთეული S-300 რაკეტა გაუშვეს ბელგოროდის ოლქიდან (რუსეთი) და ტოკმაკის მახლობლად (ზაპოროჟიეს ოლქი, უკრაინა). უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციები ავრცელებენ.

"დღევანდელი აფეთქებები მოხდა S-300-ის სარაკეტო დარტყმის შედეგად, რომელიც მტრის ძალებმა განახორციელეს ხარკოვისა და ზაპოროჟიის ოლქებზე. [რუსები თავს დაესხნენ] ხარკოვის ოლქს ბელგოროდის მახლობლად; ტოკმაკი, ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მთლიანობაში, მე ვიტყოდი, რომ ეს იყო რეკორდული შეტევა ამ ტიპის რაკეტებთან დაკავშირებით. ზაპოროჟიისა და ხარკოვის ოლქების მიმართულებით 35-მდე საკრუიზო რაკეტა ისროლეს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სამიზნე იყო კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. თავდასხმების შედეგად ხარკოვში დაახლოებით 150 000 ოჯახს ელექტროენერგია შეეზღუდა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, რომ უზრუნველყონ წვდომა ელექტროენერგიის სარეზერვო წყაროებზე. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ ყოფილა.

ამასთან, ამ დროისთვის უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ამ დროისთვის საჰაერო განგაშია გამოცხადებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი