ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

გამოქვეყნდა:

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონმა "მტკიცე მხარდაჭერის" მისია დაასრულა.

ქვედანაყოფის პირველი ასეული, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯინჭარაძის მეთაურობით, მისიას ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა. ბატალიონი სრული შემადგენლობით ეტაპობრივად დაბრუნდება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით, ქართველი მშვიდობისმყოფელები ქვედანაყოფებს ორკვირიანი კარანტინის გავლის შემდეგ დაუბრუნდებიან. "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში კი მე-12 ბატალიონი, როტაციის წესით, მე-13 ბატალიონმა ჩაანაცვლა.

მე-12 ბატალიონის ერთი ასეული დაბრუნდა საქართველოში, რომელიც ასრულებდა მისიას ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე. აღნიშნულმა ქვედანაყოფმა, შეიძლება ითქვას, წარმატებით გაართვა თავი დაკისრებულ ამოცანას და დანაკარგების გარეშე დაბრუნდა საქართველოში, - განმარტა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე ჯონი ტატუნაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი